გაიმარტივეთ თანამშრომელთა შერჩევის პროცესი

პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები

რას ნიშნავსთანამშრომელთა შერჩევის პროგრამა

ორგანიზაციებისთვის ტალანტების შერჩევის პროცესი ძვირადღირებული, დროში გაწელილი და შრომატევადი პროცედურაა.

სწორად შერჩეული თანამშრომელი არის კომპანიის წარმატების გარანტი.

დამსაქმებლებს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა დასჭირდეთ კონკრეტული მიმართულების კადრების მოძიება და ვაკანტური პოზიციის შესაფერისი კანდიდატის დაქირავება, რაც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ფურცლებთან, ელექტრონულ მეილებთან, კომპლექსურ ცხრილებთან და დამქანცველ მუშაობასთან, რაც ერთიორად ართულებს შერჩევის პროცესს.

თანამედროვე სამყაროში ამ პროცესის ავტომატიზაციისთვის კომპანიები ხშირად მიმართავენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის უდავო ლიდერად ტალანტების შერჩევის პროგრამული უზრუნველყოფაა აღიარებული, რაც შერჩევის პროცესის ყველა ეტაპს (დაწყებული ვაკანსიის გამოქვეყნებიდან - დამთავრებული თანამშრომლის დაქირავებამდე) უწევს ოპტიმიზაციას.

პროგრამის უპირატესობები

სამუშაო დროის დაზოგვა

შერჩევის პროგრამა დაზოგავს თქვენ დროს რეკრუტინგის პროცესის ყველა ეტაპზე. თქვენი ყოველდღიური რუტინა არ იქნება ფურცლომანია, ასევე, თავიდან აიცილებთ ელ.ფოსტის მეშვეობით კანდიდატებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციას უკუკავშირის (Feedback) დროს, სწრაფად მოახდენთ აპლიკანტების გადარჩევას და ე.წ. "Short List" - ის შექმნას.

სწორი გადაწყვეტილების მიღება

რეზიუმეების ერთიანი ბაზის წარმოება, დახარისხება, შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმებით, ფილტრაცია ნებისმიერი მონაცემით, პროფესიული კითხვარები - ყველა ეს ქმედება შეუფასებელ დახმარებას გაგიწევთ სწორი კანდიდატის შერჩევის პროცესში.

თანამშრომლებთან კოლაბორაცია

შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია თანამშრომელთა აზრის გათვალისწინება, განსაკუთრებით თუ აპირებთ დაიქირაოთ სპეციფიური პროფესიის მქონე თანამშრომელი, მაგალითად ინფორმაციული ტექნოლოგიების ინჟინერი ან ექიმი. პროგრამა დაგეხმარებათ კომუნიკაცია მოახდინოთ სპეციფიური ცოდნის მქონე თანამშრომლებთან რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.

კანდიდატებთან კომუნიკაცია

წარმოიდგინეთ, ვაკანსიას აცხადებთ მოლარე ოპერატორის პოზიციაზე და მოლოდინი გაქვთ, რომ მიიღებთ მინიმუმ 500 რეზიუმეს. დამეთანხმებით, წარმოუდგენელია ამდენ აპლიკანტთან მარტივად აწარმოოთ კომუნიკაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია თავს ვალდებულად თვლით, რომ ყველა აპლიკანტმა მიიღოს ინფორმაცია შერჩევის ეტაპის წარმატებით გავლის ან დაწუნების შესახებ. სწორედ ამ რუტინულ და არც ისე სასიამოვნო პროცესს თავის თავზე აიღებს პროგრამა, რომელიც თქვენს მაგივრად ავტომატურ რეჟიმში დაამყარებს შესაბამის კომუნიკაციას კანდიდატებთან. (EU Regulations)

შერჩევის პროცესის ავტომატიზაცია

თქვენ გექნებათ სრული ინფორმაცია, თუ რომელი აპლიკანტი შერჩევის პროცესის რა ეტაპზე იმყოფება. მოხდა თუ არა მათთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში თუ გაიარეს გასაუბრება, ტესტირება. შერჩევის ეტაპები ავტომატიზირებულია პროგრამის მიერ.

სრული რეპორტინგი და ანალიტიკა

პროგრამა საშუალებას გაძლევთ აწარმოოთ სრული რეპორტინგი ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე. ასევე ანალიტიკის მოდული გასცემს რეკომენდაციებს შერჩევის პროცესში არსებულ სირთულეებზე და მათ დაძლევაზე.

გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია?ერთად დავგეგმოთ პრეზენტაცია

პრეზენტაცია