კანდიდატების შერჩევის სტრატეგიის გაუმჯობესების 3 გზა

მიუხედავად ცხელი სეზონის და შვებულებების პერიოდისა, HR მენეჯერები თუ რეკრუტინგის სპეციალისტები გულდასმით ემზადებიან, რომ სექტემბრიდან მოიძიონ ახალი ტალანტები მათ კომპანიებში ამბიციური მიზნების მისაღწევად. ამისათვვის აუცილებელია თანამშრომელთა დაქირავების გააზრებული სტრატეგიის შემუშავება.

განაახლეთ თქვენი, როგორც დამსაქმებლის ბრენდი

Amazon-ის CEO-ს (ჯეფ ბეზოსი) თუ დავუჯერებთ, “თქვენი ბრენდი არის ის, რასაც ხალხი თქვენზე საუბრობს, როდესაც ოთახში არ ხართ”. ნუ შეგეშინდებათ გამოიყენოთ თქვენი კომპანიის მარკეტინგის ჯგუფის რესურსები, რომ უზრუნველყოთ ბრენდინგი და ცნობადობის ამაღლება დასაქმების სხვადასხვა ვებ-პორტალებზე. შექმენით კომპანიის კარიერის გვვერდი. მისი დიზაინი და კონტენტი ნათლად უნდა ასახავდეს კომპანიის მისიას, ხედვას და ღირებულებებს.

გააუმჯობესეთ კანდიდატთან კომუნიკაცია გასაუბრების დროს

მოუწყვეთ აუდიტი გასაუბრების პროცესს. დაიწყეთ მარტივი ნაბიჯებით:

  • გასაუბრებისას თქვენი თავი წარმოიდგინეთ კანდიდატის ადგილას. მიიღებდით სიამოვნებას გასაუბრებით?
  • კანდიდატთან გასაუბრება ერთგვარი მოლაპარაკებაა ბიზნეს პარტნიორობაზე. კანდიდატს უნდა მიუდგეთ, როგორც სრულიად თანასწორს მოლაპარაკებისას.
  • გასაუბრებისას მოერიდეთ ბუნდოვანი ან ზოგადი კითხვების დასმას. წინასწარ მოამზადეთ კითხვები იმ სტრატეგიით, რომელზე პასუხებიც გამოხატავს კანდიდატის ღირებულებებს და სამუშაო სტილს.
  • მოდერნიზება გაუკეთეთ კანდიდატის შერჩევის და დაქირავების პროცესს. რეკრუტინგული ტექნოლოგიები არსებობს იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ტალანტების შერჩევის პროცესის მართვაში.

გააუმჯობესეთ თანაამშრომელთა შერჩევის პროცესის ხარისხი

რეკრუტინგის პროცესი დამოკიდებულია ინფორმაციაზე. ინფორმაცია კი გაზომვადია. აწარმოეთ თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ხარისხის გაზომვადობა (KPI and Metrics). საწყის ეტაპზე აღნიშნული პროცესის წარმადობის დასადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ინდიკატორები:

  • დაქირავების ხარისხი
  • კარიერული გზის რაციონი
  • TOP თანამშრომლების შენარჩუნება
  • დაქირავების დრო
  • გასაუბრებების რაოდენობა თითოეულ კანდიდატთან

შერჩევის და დაქირავების პროცესის ოპტიმიზაციის ეს მარტივი სტრატეგია დაგეხმარებათ მეტი ეფექტურობის მიღებაში.

შემდეგ ბლოგში მოგაწვდით მეტ იფნორმაციას თუ როგორ უნდა გაზომოთ”ციფრებში თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ხარისხი.